პატარკაციშვილის შვილმა ლონდონში 32 მილიონ ფუნტად ნაყიდი სახლი ჩრჩილის გამო დააბრუნა

პატარკაციშვილის შვილმა ლონდონში 32 მილიონ ფუნტად ნაყიდი სახლი ჩრჩილის გამო დააბრუნა
ქართველი გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილს, იას და მის მეუღლეს, სტომატოლოგს ევგენი ჰუნიაკს, ლონდონში 32 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეძენილი სახლის უკან დაბრუნება მოუწიათ. მიზეზი ჩრჩილი გახდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
წყვილმა ვიქტორიანული სტილის ვილა ნოტინგ ჰილში 2019 წელს 32 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა. გამყიდველი გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ნიჩბოსანი და ქონების დეველოპერი, უილიამ ვუდვარდ-ფიშერი იყო. დეველოპერმა ქონება თავად 2011 წელს იყიდა. გაყიდვამდე სახლი გაფართოვდა და სრულყოფილად გარემონტდა. პატარკაციშვილმა და ჰუნიაკმა იყიდეს შვიდოთახიანი სახლი აუზით, სადაც ასევე არის სპა, სპორტული დარბაზი, ღვინის ოთახი, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი. სახლში გადასვლიდან რამდენიმე დღეში მათ აღმოაჩინეს, რომ შენობაში უამრავი ჩრჩილი ბინადრობდა, რომლებმაც ტანსაცმელი და ავეჯი დააზიანეს.
წყვილმა ვუდვორდ-ფიშერს უჩივლა და გარიგების გაუქმება მოითხოვა. ადვოკატ ჯონ მაკგიის თქმით, რომელიც მათ სასამართლოში წარმოადგენდა, ჰუნიაკს ყოველდღე ასობით მწერის განადგურება უწევდა. სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ წყვილმა სახლი შეძენამდე 11-ჯერ მაინც მოინახულა.
სასამართლომ გარიგება გააუქმა და გამყიდველს თანხის დაბრუნება დაავალა, თუმცა საწყის თანხას ქონების სარგებლობისთვის 6 მილიონი ფუნტი გამოაკლდა. გამყიდველს ასევე დაევალა ზარალის ასანაზღაურებლად დამატებით 4 მილიონი ფუნტის გადახდა.
მოსამართლემ დაადგინა, რომ ვუდ­ვორდ-ფი­შერ­მა წყვილს სახ­ლის შეძენისას არ გა­უმ­ხი­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უძრავ ქონებას ჩრჩი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ბი­ნა­საც სწო­რედ ამ მი­ზე­ზით ყიდდა. ფენკურმა აღიარა, რომ მოპასუხე განზრახ არ ცდილობდა მყიდველების მოტყუებას, არამედ „უბრალოდ სურდა სახლის გაყიდვა’’, რადგან იცოდა, რომ პრობლემის გამჟღავნება გაყიდვის ჩაშლას გამოიწვევდა. წყვი­ლმა სასამართლოში განაცხადა, რომ სახ­ლში ჩრჩი­ლის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ი­ზო­ლა­ცი­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ბამ­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პა­რა­ზი­ტე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც კედ­ლებ­სა და ჭერ­ში ბუ­დო­ბენ.