“პატარა კაცების პატარა ბოღმა…” – რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი აეროპორტში მისთვის კვერცხების სროლის ფაქტზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე აე­რო­პორ­ტში მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას, კერ­ძოდ კვერ­ცხე­ბის სრო­ლის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

“ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის გა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. დღეს სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე, გა­მო­ძი­ე­ბა მო­ვი­თხო­ვე, ყვე­ლა­ფერს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. ად­გი­ლი ჰქონ­და წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ძა­ლა­დო­ბას, ხოლო შემ­დგომ უკვე “ოც­ნე­ბის“ მიერ გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო ძა­ლა­დო­ბა პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ.

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ისი­ნი რო­მელ პრე­ზი­დენტს ცნო­ბენ, ეს არის სა­ხელ­მწი­ფო და ეს ნიშ­ნავს, რომ მე კი არა, სა­ხელ­მწი­ფოს არ სცე­მენ პა­ტივს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე ვარ სიმ­ბო­ლო, რა­საც ებ­რძვის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ – ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს, ქარ­თულ ზრდი­ლო­ბას, ეს უკვე ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია და­ა­ვი­წყდათ, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­რათს მსოფ­ლი­ო­ში. იმ დროს, როცა მი­მი­ღეს მი­უნ­ხენ­ში, ამე­რი­კა­ში თუ პა­რიზ­ში, ეს მათი რე­აქ­ცია არის მხო­ლოდ პა­ტა­რა კა­ცე­ბის პა­ტა­რა ბოღ­მა. ვერ­სად ვერ წავა ეს ბოღ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად ხე­დავს თუ რა ხდე­ბა და რა­ტომ ხე­დე­ბა.

რე­ა­ლუ­რად ამას ვხსნი­დი მე უცხო­ეთ­ში, რა­საც ღა­ლატს ეძა­ხი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამა­ზე ბევ­რად მე­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლოა ამა­ზე ბევ­რად დი­დია და ესე­ნი ვერ მარ­ტა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს, აღარც იცი­ან რას ნიშ­ნავს ქვეყ­ნის მარ­თვა და მმარ­თვე­ლო­ბა, ერ­თა­დერ­თი, რა­საც აკე­თე­ბენ და შე­უძ­ლი­ათ არის რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბის ერ­თი­მე­ო­რეს მერე მი­ღე­ბა და კვერ­ცხის სრო­ლა.

რა უსუ­სუ­რი უნდა იყო, რომ ამა­ზე დახ­ვი­დე, როცა შენ ხარ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ სი­ტყვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მიყ­ვარს ამათ შემ­თხვე­ვა­ში, აღარ არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ესე­ნი არი­ან რე­ჟი­მი. სი­სუს­ტეს ავ­ლენს რე­ჟი­მი, როცა ასა­კო­ვა­ნი ქა­ლის მი­მართ, რო­მელ­საც არ ცნო­ბენ პრე­ზი­დენ­ტად, ასე იქ­ცე­ვი­ან. ეს თუ სი­სუს­ტის ნი­შა­ნი არ არის, მა­შინ მე არ ვიცი რისი ნი­შა­ნია.

ჩემი დღე­ვან­დე­ლი მო­წო­დე­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ღე­ლავს და გა­სა­გე­ბია, რომ ღე­ლავს, რად­გან რა­ღაც არის რაც არა­ვინ არ უნდა იკად­როს, მაგ­რამ ესე­ნი ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ. მინ­და მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მოთ­ქმუ­ლი სო­ლი­და­რო­ბის­თვის, ასე­ვე ჩვენს უცხო­ელ პატ­რი­ო­ტებს, სა­ი­და­ნაც წა­მო­ვი­და დიდი მხარ­და­ჭე­რა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ავ­ნებს ცხა­დია სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ იმიჯს, არა­ფე­რი რომ არ ვთქვათ იმა­ზე, რომ რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ტუ­რიზ­მზე რამე ვთქვათ, როცა აე­რო­პორ­ტში უსაფრ­თხო­ე­ბა არ არის და­ცუ­ლი. არც გუ­შინ წინ, როცა ეს ეხე­ბო­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, “ოც­ნე­ბის“ ყო­ფილ პრე­მი­ერ, არც მა­შინ არ იყო პო­ლი­ცია არ­სად და არც ამ დი­ლით. ამ დი­ლით უკვე ვი­ცო­დით, ხომ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვი­ღაც ქა­ლე­ბი ავ­რცე­ლებ­დნენ, მე თუ ვი­ცო­დი, ყვე­ლამ იცო­და და თუ პო­ლი­ცია არ­სე­ბობს და უსაფრ­თხო­ე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეს იმა­საც ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც ზო­მე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი.

იქ მხო­ლოდ მე კი არ ვი­ყა­ვი, იყ­ვნენ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უყუ­რებ­დნენ, რა სიმ­ხე­ცე არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ში. სა­ხელ­მწი­ფო არ­სე­ბობს, როცა წეს­რი­გი და უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლია ყვე­ლას­თვის, თუნ­დაც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის გამო თუნ­დაც არ მოგ­წონს. სა­ხელ­მწი­ფოს გვი­კარ­გა­ვენ დღი­თი დღე, მაგ­რამ ჩვენ ვდგა­ვართ და ხალ­ხი დგას, მე მათ­თან ერ­თად ვარ, თუნ­დაც როცა არ ვარ ქვე­ყა­ნა­ში.

არა­ვინ იფიქ­როს, რომ ამის გამო მე არ წა­ვალ და არ წა­მო­ვალ, სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა იქ წა­ვალ და იქი­დან ჩა­მო­ვალ იმი­ტომ, რომ ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ვიყო ხალ­ხის ხმა და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი, რათა გაგ­რძელ­დეს პრო­ტეს­ტი. ეს იქ­ნე­ბა ბო­ლომ­დე, ბო­ლომ­დე მათ­თვის და ბო­ლომ­დე ჩემ­თვის“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, სამუშაო ადგილები, სახელმწიფო არამხოლოდ ზრუნავს, არამედ მსხვილ ინვესტიციებსაც დებს აღნიშნული მიმართულებით, რაც გამოხატულია მასშტაბურ საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებში