“პატარა ეშმაკივითაა” – ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გიორგი მიქაუტაძეზე წერს

გუშინ, ლა ლიგის მორიგ ტურში “ვილიარეალი” გასვლაზე მადრიდის “რეალთან” 1:3 დამარცხდა. ცვლილებაზე შემოსულმა გიორგი მიქაუტაძემ 73-ე წუთზე ლამაზი გოლის გატანა მოახერხა.
ქართველი ფორვარდის შესახებ AS-ის ჟურნალისტმა ხულიან ბურგოსმა დაწერა.
“მიქაუტაძე პატარა ეშმაკივითაა. მისი შემოსვლის შემდეგ, მადრიდის “რეალის” მცველებმა მოედანზე წონასწორობა დაკარგეს. ქართველმა შესანიშნავი გოლით მეტოქესთან სხვაობა შეამცირა, თუმცა საკუთარი გუნდი ვერ გადაარჩინა”, – დაწერა ბურგოსმა.
“ვილიარეალი” 16 ქულით მესამე ადგილზეა და 18 ოქტომბერს “ბეტისს” უმასპინძლებს.
“ერთადერთი პოზიტივი ამ მატჩიდან მამარდაშვილი იყო” – როგორ ეხმაურებიან “ლივერპულის” ფანები ქართველი მეკარის თამაშს?
[VIDEO] მიქაუტაძემ კურტუას ლამაზი გოლი გაუტანა – “ვილიარეალი” “რეალთან” დამარცხდა
Sofascore-მ მიქაუტაძე “ვილიარეალში” საუკეთესოდ აღიარა – როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა?
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე – “რეალმა” “კაირატი” გაანადგურა
“რეალთან” 0:5-ის შემდეგ “კაირატის” მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს