პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე და ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ღალატისა და დანაშაულისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია.
როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ტკივილები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მიიღო ქვეყანამ, ჯერაც არ მოშუშებულა.
„ჩვენი საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მიმართულება იყო ის, რომ პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, ვინც ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა. იმ უგუნური პოლიტიკის შედეგად, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, რა მივიღეთ, ყველამ კარგად დავინახეთ: დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. ეს ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ტკივილები ჯერაც არ მოგვიშუშებია. ამ ღალატისთვის, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დაკითხვაზე გამოუცხადებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის