პასუხი რაფინიას – არგენტინამ ბრაზილია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გაინაღდა

არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, “ალბისელესტემ” სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში “სელესაო” 4:1 დაამარცხა.
მიუხედავად გამარჯვებისა, არგენტინამ მუნდიალზე გასვლა ჯერ კიდევ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გაინაღდა, როდესაც ბოლივიისა და ურუგვაის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
მოგეხსენებათ, არგენტინასთან მატჩის წინ ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რაფინიამ ასეთი განცხადება გააკეთა:
“არგენტინასთან მატჩი? აუცილებლად გავუტან გოლს და გავანადგურებთ მოედანზე. თუ საჭირო გახდა, მოედნის გარეთაც. ერთი მაგათიც!”.
როგორც ჩანს, “ბარსელონას” შემტევის ამ სიტყვებმა “ალბისელესტეს” კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მისცა და “სელესაოს” 4 გოლი
გაუტანეს.
გოლები: 1:0 ალვარესი (4), 2:0 ფერნანდესი (12), 2:1 კუნია (26), 3:1 მაკალისტერი (37), 4:1 სიმეონე (71)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში