“პასუხი გაეცათ” – ბესიკის ბიზნეს ცენტრზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ოცნების” დეპუტატმა აიღო

ბესიკის ბიზნეს ცენტრზე თავდასხმასთან დაკავშირებით, სადაც ბრიტანეთის სავიზო ცენტრია განთავსებული პასუხისმგებლობა “ოცნების” დეპუტატმა აიღო.
დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს იმ შენობის ცენტრალურ ოფისს, სადაც ბრიტანეთის საკონსულოს სავიზო ცენტრი, ტვ BMG, პარტია “ახალი” და სხვა საერთაშორისო კომპანიების ოფისებია განთავსებული.
“ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენ წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო რევოლუციის მსურველების ოფისებზე! არასამთავრობოები: 1) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 2) თბილისი პრაიდი; 3) საფარი; 4) მოძრაობა ნაბიჯი; 5) მოძრაობა სირცხვილია; 6) სასამართლოს გუშაგი; 7) მთის ამბები; 8) სტუდია მონიტორი; 9) მოძრაობა ტალღა; 10) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (სოროსის ფონდი); 11) სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; 12) საერთაშორისო გამჭვირვალობა – ; 13) მწვანე სექტორი – ბათუმი; პარტიები: 1) ლელო საქართველოსთვის; 2) გირჩი-მეტი თავისუფლება; 3) გირჩი – დროა; 4) ლელო საქართველო – ახალგაზრდული; 5) ნაციონალური მოძრაობა – ცენტრალური; 6) ახალი – გვარამია მელია; 7) ენმ – ბათუმი; 8) ლელო – ბათუმი; 9) ახალი – ბათუმი.” – წერს დიმიტრი სამხარაძე.
ცნობისთვის, რეჟიმმა ბოლო თვეების განმავლობაში, შუაღამისას არაერთი პირბადიანი ჯგუფი გაგზავნა სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისის კედლებზე წარწერებისა და პოსტერების დასატანად.

ასევე დაგაინტერესებთ