ფოტო: NASA
2
წაკითხვა
NASA-ს Artemis 2-ის ისტორიული მისია დასასრულს უახლოვდება: ასტრონავტებმა მთვარეს შემოუარეს და შინ ბრუნდებიან. ალბათ, პროგრამის შესახებ უკვე ბევრი იცით, თუმცა გარკვეული შეკითხვები შეიძლება მაინც გქონდეთ. ამ სტატიაში ხშირად დასმული შეკითხვებიდან რამდენიმეს მოვუყარეთ თავი.
რა ევალებათ ეკიპაჟის წევრებს მისიის განმავლობაში?
Artemis 2-ის ასტრონავტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა Orion-ის ხომალდის ფუნქციონირების შემოწმებაა: მაგალითად, სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემის, ძრავის, ენერგიისა და ნავიგაციის სისტემების. ასევე, ასტრონავტებმა გარკვეული სამეცნიერო საქმე უნდა შეასრულონ, მათ შორის, მთვარის ზედაპირსა და თავიანთ ჯანმრთელობას დააკვირდნენ.
თუ რობოტი დამკვირვებლებიც გვყავს, ასტრონავტების გაშვება რატომღაა საჭირო?
ადამიანის მხედველობის სისტემას რობოტთან შედარებით გარკვეული უპირატესობები აქვს, მაგალითად, გარემოს ცვლილებისადმი ჩვენი თვალები უფრო სენსიტიურია.
როგორ იკვებებიან ასტრონავტები მისიის განმავლობაში?
ეკიპაჟის წევრებს 189 განსხვავებულ საჭმელსა და სასმელზე აქვთ წვდომა. მათ შორისაა: ყავა, სმუზი, ტორტია, თხილეული, ხორცი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყველიანი მაკარონი, გოგრა, ორცხობილები და შოკოლადი. ეს ყველაფერი კოსმოსის საკვების ექსპერტებმა შექმნეს, რათა ასტრონავტებმა ჯანმრთელობა და ენერგია მაქსიმალურად შეინარჩუნონ.
რა მიზანი აქვს Artemis 2-ის მისიას?
მთავარი მიზანი მთვარესთან ახლოს მოგზაურობის გამოცდაა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: ასტრონავტების უნარების შემოწმება, სისტემებისა და ოპერაციების დემონსტრაცია, მონაცემების მოპოვება (სამომავლო მისიების ოპტიმიზაციისთვის) და გადაუდებელი შემთხვევებისთვის შექმნილი სისტემების გამოცდა.
რა არის Artemis 2-ის ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორი და როგორ შეირჩა იგი?
ზოგადად, ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორი პატარა სათამაშოა, რომელიც ეკიპაჟს ახლავს თან. ეს სათამაშო იმაზე მიანიშნებს, რომ ხომალდი კოსმოსშია. Artemis 2-ის მისიის შემთხვევაში ამ როლს პატარა სათამაშო, სახელად Rise ასრულებს. Rise-ს დიზაინი კალიფორნიაში, აპოლო 8-ის მისიის პატივსაცემად შექმნეს და მერილენდში, NASA-ს ლაბორატორიაში დაამზადეს. სხვათა შორის, NASA-მ სათამაშოს დიზაინის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 50 ქვეყნიდან 2600-ზე მეტმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა.
ეკიპაჟის წევრები Rise-თან ერთად.
ფოტო: NASA
რამდენი კამერაა Orion-ის ხომალდზე დამონტაჟებული?
Orion 32 კამერითა და სხვადასხვა აღმბეჭდავი მოწყობილობითაა აღჭურვილი, როგორც ხომალდის შიგნით, ასევე გარედანაც. 17 კამერა პორტატიულია და ეკიპაჟის წევრები პირდაპირ იყენებენ.
რატომაა ეს მისია ამდენად მნიშვნელოვანი, თუ მის ფარგლებში ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე არ დაეშვებიან?
ამ მისიის განმავლობაში ეკიპაჟს ხომალდისა და მასზე არსებული სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემის გამართულობის შემოწმება ევალებათ. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი უფრო ხანგრძლივი მისიებისთვის მომზადებაა.
რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
NASA რამდენიმე მსხვილ გეგმას ამუშავებს. 24 მარტს ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც NASA-მ ძირითადი პრიორიტეტები წარმოადგინა. ეს მოიცავს: Artemis-ის მისიების უფრო რეგულარულად გაშვებას, მთვარეზე ბაზის აშენებას, ახალ სამეცნიერო აღმოჩენებს, საინჟინრო პროგრესსა და შრომითი რესურსების გაძლიერებას.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?5802 ნახვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს5229 ნახვა
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?3082 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ2351 ნახვა
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს2085 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
მეცნიერება
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
კოსმოსი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
ხელოვნური ინტელექტი
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
გადახედვა
ტექნოლოგიები
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
გადახედვა
კოსმოსი
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
ტექნოლოგიები
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება
Orion-ის მოდული დაიხურა — ფრენის ფანჯარა რამდენიმე წუთში გაიხსნება