მოსკოვის “ლოკომოტივის” საკუთრებაში მყოფმა 23 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა, რომელიც ამჟამად იჯარით “ნიჟნი ნოვგოროდში” ირჯება, “სპორტ ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.
“საქართველოს პასპორტი ჯერ კიდევ სექტემბერში მივიღე, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე საკითხს სფფ წყვეტს. განაცხადი ფიფაშია შესული და ახლა მეუბნებიან, რომ სანამ შესარჩევი მატჩები გაგრძელდება, მოვიცადო.
რატომ გადავწყვიტე საქართველოს ნაკრებში თამაში? ასაკის მატების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საქართველოსთვის მეთამაშა. მე მინდა ამ ნაკრების მაისური მოვირგო და საქართველოს ღირსება დავიცვა!
მეშინია თუ არა ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის? – მამაჩემის
მხრიდან ყველა ნათესავი ქართველია და რატომ არ შემიძლია ამ ქვეყნის სახელით ვითამაშო?!
ბევრი ნეგატიური კომენტარი წავიკითხე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზოგჯერ ვკითხულობ სტატიებს, მაგრამ ვცდილობ, რომ ამას იუმორით მივუდგე.
მამაჩემს ყოველთვის სურდა, რომ საქართველოს ნაკრების სახელით მეასპარეზა და როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ძალიან გაუხარდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებს გამოვადგე”, – თქვა მარადიშვილმა.
სიმარტლეს თვალი გავუსწოროთ რეალურად მაინც რამხელა ჩამორჩენა გვაქვს თუნდაც ეგრედწოდებულ მეორე ეშელონის ნაკრებების დონესთანაც კი ტოპ ნაკრებებს არც შევადარებ აგერ ეს მარადაშვილი რუსეთის 50 კაციან გაფართოებულ სიაში ვერ ხვდება ვერასდროს კონკურენციის გამო და ჩვენ ხვეწნა გვიწევს (ფედერაციას) ისეთი საშინელი საყრდენი ზონა გვყავს ოღონდ შენ ჩამოდიო და ულაპარაკოდ ჩვენი ძირითადის ფეხბურთელი გახდება ეგრევე.
კითხვა არა ალტინფოს და პოსტივის!! ვისაც ნანახი გაქვთ ამ ბიჭის თამაში, აბუს, ქოჩორას, კვეკვესკირს, გაგნიძეს. ჯობიაა?? ან პრესპეკტივაში მომატების შანსი ააქ? იქნება ნაკრების მერე სადმე გადავიდეს