„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან

ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა – ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან,- ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ეხმაურებიან.
მათი თქმით, აღნიშნული სიმპტომში შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, მაგრამ ნინო დათაშვილის შემთხვევაში ეს აქტივისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ეხმიანება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მითითებაა მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობაზე.
2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან.
აღნიშნული ფაქტი არის მიზანმიმართული ბრძოლა აქტივისტების წინააღმდეგ. ამ უკიდურესად უკანონო მეთოდის გამოყენება შეუძლიათ ყველას შემთხვევაში, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ემოციური ლაბიობა, რაიმე გარემო ფაქტორების ზემოქმედებიდან გამომდინარე.
ნინო დათაშვილისთვის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია „იმედს“, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.
PHR აღნიშნულ დოკუმენტს აქვეყნებს ნინო დათაშვილის გადაწყვეტილებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან – განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად და გვსურს, ამაში ჩაერთოს ფართო წრეები, მთელი ჩვენი ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, ახალგაზრდობა