პარტნიორები მიხვდებიან, რომ მსგავსი მიკერძოებული დამოკიდებულება მიუღებელია – დარჩიაშვილი ევროპელ პარლამენტარებზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპელი პარლამენტარების ვიზიტზე ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის “ინტერვენციები, მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა”.
როგორც მინისტრი ამბობს, მან მოისმინა პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადება, რომელმაც უარი თქვა ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ იგი სრულიად ეთანხმება მის პათოსს.

“ჩვენ პარტნიორობა გვესმის იმ ჭრილში, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელმაც შექმნა იმის საჭიროება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიგვეღო ეს სამართლებრივი რეგულაციები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან და დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მსგავსი ტიპის მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები.
„ჩვენ არ ვართ აქ, როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ“, – აღნიშნა მიხაელ როთმა.
დღევანდელი, 11 ნოემბრის დილა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყეს.