“პარტნიორებთან საქართველოს ოფიციალური პირების სანქციებს განვიხილავთ” – ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადებას ავრცელებს და წერს:
“ზაფხულში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ”