პარტნიორებთან ახალ შეთანხმებებს ვამზადებთ, იანვარმა და თებერვალმა შესაბამისი შედეგი უნდა მოიტანოს | ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მომავალი კვირის გეგმებზე, რომლებიც საერთაშორისო აქტივობებს უკავშირდება. ს განცხადებით, ემზადება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, პარტნიორებთან ახალი ორმხრივი შეთანხმებების გასაფორმებლად.
“ჩვენ ვამზადებთ ახალ, ძლიერ, ორმხრივ შეთანხმებებს პარტნიორებთან. იანვარმა და თებერვალმა შესაბამისი შედეგი უნდა მოიტანოს. ჩვენ უკვე შეგვიძლია დავინახოთ კონკრეტული თარიღები, როდის შეიძლება იყოს დოკუმენტები. უსაფრთხოების გარანტიების ახალი არქიტექტურით, ჩვენ რეალურად ვაცოცხლებთ საერთაშორისო სამართლის სისტემას და როდესაც სამართლიანობა აღდგება უკრაინაში, როდესაც ჩვენი უსაფრთხოება აღდგება, ის ასევე იმუშავებს მსოფლიოს სხვა ხალხებისთვისაც.” აცხადებს ზელენსკი მიმართვაში.