პარტიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე გადაწყვეტილებას საზოგადოებას 24 ივლისს გააცნობს

პარტია „ხალხისთვის” ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საკუთარ გადაწყვეტილებას საზოგადოებას 24 ივლისს გააცნობენ.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს.
„ხუთშაბათს გახდება ცნობილი პარტიის გადაწყვეტილება. ინფორმაციას გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარე გაავრცელებს“, – აღნიშნეს პარტიაში.
ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის” 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ანგარიშსწორება რა შუაშია? კომისია იყო შექმნილი პარლამენტში, კონკრეტული პარტიები განისაზღვრა, რომლებსაც ქვეყანა არ აინტერესებთ – როცა პოლიტიკოსი ხარ, პარტიას წარმოადგენ, ხალხს უნდა ემსახურებოდე