პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება
ნებისმიერი ქვეყნის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა თვალყურს ადევნებს მისი ბიუჯეტიდან გაღებული ფინანსების ყაირათიანობას და დაქირავებულ ჩინოსანთა ეფექტიანობას. კარგი იქნება, თუკი AfD-ს მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მმართველები და ოპოზიციონერები ჩაიხედავენ საქართველოს ე.წ. სამოქალაქო სექტორისთვის გამოგზავნილი თანხების მიზნობრიობაში – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება.
„საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ, გერმანიის რეიტინგული ოპოზიციური პარტიის AfD-ს დაინტერესება “ელჩი” ფიშერის საქმიანობითა და “ნაცენჯეოების” არაპროფილური აქტივობით, ასახავს გერმანიის გადასახადის გადამხდელთა დაკვეთას.
ნებისმიერი ქვეყნის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა თვალყურს ადევნებს მისი ბიუჯეტიდან გაღებული ფინანსების ყაირათიანობას და დაქირავებულ ჩინოსანთა ეფექტიანობას. კარგი იქნება, თუკი AfD-ს მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მმართველები და ოპოზიციონერები ჩაიხედავენ საქართველოს ე.წ. სამოქალაქო სექტორისთვის გამოგზავნილი თანხების მიზნობრიობაში.
პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება.
კერძოდ, პარტია AfD-ის საპარლამენტო ჯგუფი დაინტერესებულია იმ NGO-ების საქმიანობით, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და რომლებსაც გერმანიის ხელისუფლებამ მთავრობამ 2020 წლიდან მოყოლებული პირდაპირ ან ირიბად დაუჭირა მხარი.
ამის გასარკვევად დეპუტატებმა წარმოადგინეს საპარლამენტო კითხვები. მათ სურთ გაიგონ, რა მიზანი და ამოცანები ჰქონდა ამ მხარდაჭერას, რამდენი თანხა დაიხარჯა და კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდა. ასევე, აინტერესებთ, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაახლოებული ხელისუფლებასთან, რომელი ოპოზიციასთან და რა დონეზე არის გერმანიის საელჩო ჩართული ამ თანამშრომლობაში.
„გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) GmbH-ს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული პროექტების განხორციელება დაავალა. საქართველოში GIZ ძირითადად გერმანიის სამინისტროებისა და ევროკავშირის დავალებით მოქმედებს. ამის ფარგლებში ხდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. გერმანულ-ქართული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა პროექტი სახელწოდებით „კარგი მმართველობა“ .
ჩვენ ფედერალურ მთავრობას ვუსვამთ შეკითხვებს:
ამჟამად, საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ პირდაპირ ან ირიბად ფედერალური მთავრობის მხარდაჭერას GIZ-ის პროექტების ან სხვა გზით?
საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ 2020-დან 2024 წლამდე პირდაპირ ან ირიბად ფედერალური მთავრობის მხარდაჭერას GIZ-ის პროექტების ან სხვა გზით?
რა მიზნითა და მიზნობრიობით ხდებოდა ან ხდება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა?
რა თანხებით ხდებოდა ან ხდება მხარდაჭერა?
ამჟამად რომელი კონკრეტული პროექტები ფინანსდება ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოში, განსაკუთრებით GIZ-ის „კარგი მმართველობის“ პროექტის ფარგლებში?
ჩართულია თუ არა გერმანიის საელჩო ან გერმანიის ელჩი GIZ-ის ან სხვა მსგავსი მხარდაჭერის ფორმატების თანამშრომლობაში საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და თუ კი, რა ფორმით?
ფედერალური მთავრობის ცნობით, გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ პირდაპირ ან ირიბად მხარდაჭერილი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაახლოებული საქართველოს ოპოზიციასთან და რომელი საქართველოს მთავრობასთან?
2020-დან 2025 წლამდე, ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ხდებოდა ან ხდება თუ არა გარკვეული მედიასაშუალებების მხარდაჭერა რაიმე ფორმით და თუ კი, რა თანხებით?“- აღნიშნულია AFD-ის საპარლამენტო ჯგუფის მიმართვაში.“ – წერს აბაშიძე.
