პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საარჩევნო სიების ფორმირების დროს, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრონ

პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საარჩევნო სიების ფორმირების დროს, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის დელეგატად განსაზღვრონ.
პარლამენტმა მესამე მოსმენით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ პროექტი მიიღო, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.
პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი დელეგატი იყოს. ასეთ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ იმ საარჩევნო ოლქის ნომერი მიეთითება, რომელი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა დელეგატადაც ის იქნება წარდგენილი.
აღნიშნულ ინიციატივას “ქართული ოცნება“ მაჟორიტარების ინსტიტუტის გაუქმებით ხსნის.
პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები 81-ხმით (1 – წინააღმდეგი) დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს