პარტიები: რუსული კანონის შელამაზების ინიციატივები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

ოპოზიციური პარტიები ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ რუსულის შესახებ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივები რუსული კანონის “შელამაზების შესახებ” ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
“ქართული ოცნების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ -ს საპოლიციო დანაყოფები. პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული.