პარტიები, კანდიდატები, დამკვირვებლები, პატიმრები, მედია – არჩევნები 2025 რიცხვებში

მოკლედ
· ტარდება – 64 მუნიციპალიტეტში;
· მერს ირჩევენ – 64 მუნიციპალიტეტში;
· აირჩევა საკრებულოს 2058 დეპუტატი;
· საზღვარგარეთ უბნები – არ იხსნება;
· ამომრჩეველთა რაოდენობა – 3 513 818;
· ელექტრონულად ხმას აძლევს – 3 130 348;
· პირველად ხმის მიცემის უფლება აქვს – 47 000-მდე ადამიანს;
· გადასატანი ყუთი მოითხოვა – 60 754-მა.
დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მოიგებს, ოპოზიციის ნაწილს, რომელმაც კანდიდატები დააყენა, ქალაქების „გამოგლეჯის“ იმედი აქვს.
დამკვირვებლები
· 28 საერთაშორისო დამკვირვებელია – მათ შორის ყველაზე მეტი (20 ადამიანი) სერბეთში რეგისტრირებულმა Association „ALTERFACT“ დაარეგისტრირა;
· 27 ადგილობრივი ორგანიზაცია – მათ შორის ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ (2973) და „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერს“ (2902).
· არჩევნებს პირველად არ აკვირდებიან მრავალწლიანი სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და სხვები.
· მისიას არ აგზავნის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მიწვევა „არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“.
მონაწილეები
არჩევნებში მონაწილეობს 12 პარტია:
· #1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“;
· #3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
· #5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
· #7 – „თავისუფალი საქართველო“;
· #8 – „პატრიოტთა ალიანსი“;
· #9 – „ძლიერი საქართველო-ლელო“;
· #11 – „საქართველო“;
· #12 – „მწვანეთა პარტია“;
· #14 – „სახალხო ხელისუფლება“;
· #25 – „გახარია საქართველოსთვის“;
· #36 – „გირჩი“;
· #41 – „ქართული ოცნება“.
მუნიციპალიტეტების ერთ ნაწილში მერობის ერთადერთი კანდიდატი იქნება:
· ჯამში 64 მუნიციპალიტეტიდან 26-ში, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტები არ ჰყავთ;
· „ლელო – ძლიერ საქართველოსა“ და „გახარიას საქართველოსთვის“ 29 მუნიციპალიტეტში არ ეყოლება მერობის კანდიდატი.
არჩევნებში არ მონაწილეობენ:
თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობენ გასულ საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედედეგის მქონე ორი პოლიტიკური გაერთიანება:
· „კოალიცია ცვლილებისთვის“ – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, დროა;
· „ნაციონალური მოძრაობა“.
· გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „ფედერალისტები“ და ა.შ.
პატიმრები
არჩევნების დღეს პატიმრობაში არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, დემონსტრანტები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელი და დირექტორი.
პატიმარი პოლიტიკოსები:
· ;
· ;
· ელენე ხოშტარია;
· ზურა ჯაფარიძე;
· ირაკლი ოქრუაშვილი;
· გივი თარგამაძე;
· ბადრი ჯაფარიძე და არჩევნებში მონაწილეობის გამო მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
მედია
· არჩევნებს აშუქებს – 73 მედიაორგანიზაცია. მათ შორის მათი ნაწილი ქართული ეროვნული და რეგიონული მედიაორგანიზაციები და ონლაინმედია. ასევე, რამდენიმე უცხოენოვანი მედიაორგანიაციები: გერმანიის ტელევიზია „ARD“ მოსკოვის ბიურო (6), ბელარუსის ტელევიზიისა და რადიოს (Belteleradiocompany) „პირველი საინფორმაციო არხი“ (2) „ასოშეიტედ პრესს“ (4), რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS (2).
· ქართული მედიასაშუალებებიდან ყველაზე მეტი აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს (127), „რუსთავი 2“-ს (115), „იმედს“ (110), POS TV (74), „TV პირველი“ (65).
radiotavisupleba.ge