პარტია „ხალხისთვის“ ევროპის სოციალ-დემოკრატებთან თანამშრომლობას აგრძელებს

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ გერმანიის კანცლერის, ვილი ბრანდტის სახელობის პროგრამის გახსნისთვის მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„კონფერენციის ორგანიზატორი იყო ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ვილი ბრანტის პროგრამა.
პროგრამის ამოცანაა დაახლოვოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალისტურ მემარცხენე მიმართულებებს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ისაუბრა იმაზე თუ რა უნდა გააკეთონ მემარცხენე პარტიებმა იმისთვის, რომ მიიმხრონ და უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩართონ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდობა. ამასთანავე, მან ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე, საკუთარი კამპანიების გამოცდილებაზე და იმ სიდუხჭირეზე, რასაც აწყდება საქართველოს ახალგაზრდობა, მათ შორის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა