პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია “ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს. მმართველი პარტიის ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ერთხმად აირჩია.
კობახიძემ პარტიის თამჯდომარის პოსტი მეორედ დაიკავა.
“ქართული ოცნების“ რიგით IX ყრილობა თავმჯდომარის არჩევით დაიწყო. ყრილობას მხარდასაჭერად ასევე “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარედგინა.
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – ვანო თარხნიშვილზე თავდასხმა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინციდენტს – ,,ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასჯისა და დაშინების საგანგაშო პრაქტიკას ადასტურებს