პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას დმანისში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: ირგანჩაისა და ტყისპირის მოქალაქეებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.
„მჯერა დმანისელების მხარდაჭერის. ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
მისი თქმით, „ძალიან თბილი და მრავალრიცხოვანი შეხვედრა“ ჰქონდა მოსახლეობასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება