პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, მუხიანის 4ბ მ/რ-სა და 1მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 2024 წლის ს მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. ასევე ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე.
„ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო საყოფაცხოვრებო საკითხების განხილვის შემდეგ, მოქალაქეებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ. ყველა ერთხმად თანხმდება – ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მათ კარგად ესმით მშვიდობის ფასი, დელეგატის თმით, ისინი კვლავ მშვიდობას აირჩევენ ომის ნაცვლად.
შეხვედრას ესწრებოდნენ, კონსტანტინე ზარნაძე – გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი /გლდანის შტაბის უფროსი, ბესიკ კალაძე – გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ნანა ციმაკურიძე და ზურაბ ქაშიაშვილი გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილეები.