პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტში მართავს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: დარაკოვას, ოზნის, კიზილქილისასა და აიაზმას მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე, მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
„შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა. ადგილობრივებთან ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ვიმსჯელეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე.
მიხარია, რომ ჩვენი და მოქალაქეების აზრი, ბევრ საკვანძო საკითხზე თანხვედრაშია,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა – რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე

რომან გოცირიძე – თუ დააკვირდით, ლექსიკა მეც შევცვალე – მადლობა სალომე ზურაბიშვილს! მან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება გააკეთა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პირდაპირ რუსულ ხელისუფლებად გადაგვარდა