პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, შარტავას N35-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და ისაუბრა მათი მოგვარების გზებზე.
„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი – ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები – თათია ჩახვაშვილი, ლევან არველაძე და ლევან აბაშიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს