პარტია „საქართველოსთვის“ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პარტია გამოთქვამს მზაობას, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად წარმართავს.
„ბატონო ირაკლი, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი.
შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმართავს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად. ასევე, მოგმართავთ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოთ ინკლუზიურად“, – აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო