პარტია “საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს

პარტია “საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.
“ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციის ცვლილებაზე სახელმწიფოს მეთაურის, პრეზიდენტის, საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სწორედ აღმასრულებელი, და არა მხოლოდ აღმასრულებელი, ხელისუფლების შტოებში ბალანსის უზრუნველსაყოფად. ეს გამოცდილება არ არის უცხო, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს მოუწია მათი გადაწყვეტილებით დაებრუნებინათ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე .
გახარიას გუნდის ინიციატივას ოპოზიციის ნაწილმა უკვე უწოდა დაგვიანებული. მმართველ გუნდში კი შეფასება ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩიაშვილს ყველანაირი საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ეკეთებინა, მან კი ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა. ამიტომ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ბაჩიაშვილს ედავებიან მთლიანად ჯდება ამ სურათში

პროკურორი „მტკვარი ჰესის“ საქმეზე: დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია