“პარტია, რომელიც გააქტიურდება – აკრძალავენ, რა შეუშლით ხელს?” – ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი, პარტიების აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს:

“ვისაც მიიჩნევენ საფრთხედ, იმ პარტიებს კრძალავენ. ანუ პარტია, რომელიც გააქტიურდება და ისინი ჩათვლიან, რომ ეს პარტია საფრთხეა. აკრძალავენ, რა შეუშლით ხელს. პრინციპების მიხედვით და კანონის თანახმად, დიდი ხანია აღარ მოქმედებს. პარლამენტი და კანონმდებლობა მათი საკუთრება ჰგონიათ. როგორც უნდათ, ისე ცვლიან ამ კანონებს”, – აცხადებს ირმა ინაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო