პარტია „მოქალაქეები“ – ძალოვანების მიერ სასტიკად ნაცემ ალეკო ელისაშვილს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ასამართლებენ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება.
როგორც პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური იუწყება, პროცესის დაწყებამდე, 11:45 საათზე, პრესისთვის განცხადება გაკეთდება.
„ძალოვანების მიერ სასტიკად ნაცემ ალეკო ელისაშვილს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ასამართლებენ. დეპუტატმა სასამართლო უწყება გუშინ მიიღო, პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს, 11 ივლისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესის დაწყებამდე, 11:45 გაკეთდება განცხადება პრესისთვის. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მოქმედი წევრის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანან ძალადობაში მონაწილენი“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.