პარტია ლელომ ნარკოპოლიტიკის პროგრამის 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რეგულარულ ნარკოტესტირებას და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინების პრევენციის მიზნით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესებას მოიცავს.
“ჩვენ ვიწყებთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას.
წარმოგიდგენთ ლელოს 9-პუნქტიან გეგმას:
· ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან უკომპრომისო ბრძოლა და სასჯელის გამკაცრება;
· მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების რეგულარული ნარკოტესტირება;
· ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია;
· რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესება;
· პირველადი პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა;
· დასჯიდან მზრუნველობა/პრევენციაზე გადასვლა;
· სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა;
· ნარკოდამოკიდებული პირებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონალური ცენტრების შექმნა;
· საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში ნარკოლოგიის და ზოგადად ადიქტოლოგიის პროფესიონალური ასოციაციების და ექსპერტების ჩართვა”. – თქვა პარტია ლელოს წევრმა, საბა ბუაძემ.
10 აპრილს ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პარტიის 3-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით “ქართველი ახალგაზრდების დაცვის” აქტი პირველად წარადგინა.