პარტია „დროას“ წევრი თათა ფერაძე დააკავეს

დღეს, 2 ნოემბერს დილით პარტია „დროას“ წევრი თათა ფერაძე დააკავეს.
უცნობია დაკავების მისი დაკავების მიზეზი. როგორც პარტიაში აცხადებენ, თათა ფერაძე დიდუბის პოლიციაში გადაყავთ.
გუშინ, პირველ ნეომბერს, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით პროევროპული დემონსტრაციების ორი მონაწილე, ლევან ბუტიკაშვილი და სერგეი ყანჩელიც დააკავეს.
გარდა ამისა, გუშინვე ცნობილი გახდა, რომ გზის ხელმეორედ გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული რუსთაველის აქციის მონაწილე ზურაბ მენთეშაშვილი.
პირველ ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 5 დღეში პოლიციამ 29 დემონსტრანტი დააკავა.
ფოტო: MOSE