პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრის ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი კადრები პროკურატურამ დღეს ამოიღო,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა გოჩა გუგუნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო “შერატონის” მენეჯერს შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

„21 იანვარს, ანუ დღეს მოხდა ვიდეომასალის ამოღება პროკურატურის მიერ, რომელიც ამ წუთებში განგვიცხადეს. გვითხრეს, რომ ვიდეომასალის ასლებიც პროკურატურამ წაიღო”,- აღნიშნა გოჩა გუგუნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ

პაპუაშვილი – გასაგებია ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დღევანდელი ურთიერთობა, თუმცა ყველას მიმართ მექნებოდა მოწოდება: საქართველოს ტერიტორია და საქართველოში ყოფნა არ გამოიყენონ იმისთვის, რომ ერთმანეთში ურთიერთობები არკვიონ