პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი შარაშიძეს განიხილავენ.
როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის გამორჩეულად ღირსეული მერობის კანდიდატი იქნება.
„გიორგი შარაშიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი თავისი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, მენეჯერული გამოცდილებით და რაც ყველაზე ღირებულია, კეთილსინდისიერებით. გიორგი 4 წლის განმავლობაში თბილისის საკრებულოს წევრი გახლდათ, ძალიან კარგად იცის თბილისელების პრობლემები, გიორგიმ გამოავლინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არაერთი კორუფციული სქემა, არაერთი კორუფციული გარიგება და ტენდერი რუსულ სანქცირებულ კომპანიებთან. დარწმუნებული ვარ, გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის იქნება გამორჩეულად ღირსეული მერობის კანდიდატი.
სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. განიხილება არაერთი კანდიდატი, პოზიციების შეჯერება ხდება ამომრჩეველთან და ყველაფრის განხილვა. ეს არ არის პარტიული გუნდის გადაწყვეტილება მხოლოდ. ვერ დაგიდასტურებთ ვერავისზე, რომ მერობის კანდიდატი იქნება გარანტირებულად“, – აღნიშნავს ქეთევან ბაკარაძე.
