პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა

პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა. მან მიზეზად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობის დაწყების მიუღებლობა დაასახელა. „მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა“,- წერს ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, იგი კატეგორიული წინააღმდეგია ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა, რამდენადაც ვერ ხედავს რეალურ პოლიტიკურ შედეგს. “2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მივიღე პარტია „საქართველოსთვის“ სიით. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ შედეგს ამ პროცესში ჩართვით, გარდა რეჟიმის ნორმალიზაციისა.
ერთადერთი გზა ამ ტიპის რეჟიმის იზოლირებისთვის არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება, შიდა და გარე ზეწოლა, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური დელეგიტიმაცია. ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უკვე მასობრივ ფაზაში გადავიდა. ოპოზიციური ლიდერების დაჭერები, მედიის ტერორი და სამოქალაქო აქტივისტების დევნა რუსული წესრიგის ანალოგი გახდა. ს გავლენა საქართველოში აღარ არის ფარული. ის აშკარად იგრძნობა კანონებში, რეპრესიებში, პროპაგანდაში და საერთაშორისო ურთიერთობების სრულ კრახში.
ამ პირობებში არავის აქვს უფლება კომფორტის ზონაში დარჩეს. ქვეყანას გეოპოლიტიკურად იწოვს, პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეშია. ეს არის ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევანის დასაცავად. ამ ბრძოლაში ნეიტრალიტეტი უკვე პოზიციაა. თუ სისტემა არ ჩამოიშლება, არც ერთ პოლიტიკურ ქმედებას, მათ შორის ფსევდო არჩევნებში მონაწილეობას, არ აქვს აზრი. ბრძოლა ბოლომდე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვისაც რა შეგვიძლია, ვის ქვეყნის შიგნით და ვის ქვეყნის გარეთ, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლამდე”,- წერს ელგუჯა ხოკრიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე