პარტია „გახარია საქართველოსთვის” ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილს თავს 20-მდე პირი დაესხა

„გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილი გადაყვანილია განყოფილებაში და მათთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ