“პარტია განეიტრალებულია და დამოუკიდებლად არჩევნებზე ვერ გავა” – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, :
პრაიმერიზის წესებზე შეთანხმებული ვიყავით 2023 წლის 11 ნოემბრის ყრილობიდან.
შეთანხმება გვქონდა რომ სიას მხოლოდ მხარდამჭერები ირჩევენ.
კაკოს “სტრუქტურამ” სამაგალითოდ რომ გაასხა და 8 თვის განმავლობაში 1000 მხარდამჭერიც კი ვერ მოუგროვა, ვინც ღიად იტყოდა, რომ კაკო ევასება – ანუ გაირკვა, რომ “არცა სტრუქტურა ყოფილა, კაკომ გამაიგონა” – თამაშის ბოლოს, მაგიდის აყირავება და წესების შეცვლა დაიწყეს.
პოლიტსაბჭო მოიწვიეს და პირველი სიის წევრებით (მეორე სია არ ვიყავით პოლიტსაბჭოში) წესები დაარღვიეს – არ ყოფნიდათ მხარდამჭერები და გადაუწყვეტელ მოქალაქეებს მისცეს ლიდერშიფის არჩევის უფლება.
პირველი სიის ხალხს რომ ვკითხეთ უწესოდ რატომ მოიქეცით, შეთანხმება რატომ აყირავეთ – სამაგისო რა გაგიჭირდათ მეთქი …
პირველ სიაში უფრო წინ ვიყავითო.
ანუ სწორი და არასწორი კი არაა მნიშვნელოვანი – თვითონ სად უფრო წინაა, ეგ ყოფილა გადამწყვეტი (ქოცობა სხვა კი არაფერია – თვითონ არიან წინ და ამიტომ არიან უწესოები).
ხოდა აი ახლა კიდევ უფრო წინ არიან – მალე ჩავლენ.
(სახეზე მაყრიდა, როცა ვფიქრობდი, რომ ჩვენი მხარდაჭერით და ჩვენდამი ნდობით ეს დებილი ოპორტუნისტი მცოცავები უნდა გაგვეძლიერებინა – ამიტომაც არ მინდოდა არანაირი გარიგება).
“ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ”.
პ.ს. მაგ პარტიის ერთადერთი კაპიტალი უფასო სარეკლამო დრო და კომისიის წევრებია (ბოლოჯერ).
ერთადერთი გამოსავალი აქვთ – ვინმე გააბრიყვოს კაკომ და კომისიაში ადგილების სანაცვლოდ, სიის გამსვლელი ადგილები წერეთელზე და ბობოხიძეზე დაახარჯინოს მაშინ, როცა პარტია ისედაც განეიტრალებულია და დამოუკიდებლად არჩევნებზე ვერ გავა.

ასევე დაგაინტერესებთ