პარტია “ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე 5000 ლარით დააჯარიმეს

პარტია “ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე 5000 ლარით დააჯარიმეს. საჯარიმო ქვითარი მას რამდენიმე პოლიციელმა სახლში მიუტანა. ქვითრის ჩაბარებისას ჩაჩანიძეს პოლიციელმა განუმარტა, რომ მას ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 176 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილს.
-ს წარმომადგენლების ჩაჩანიძის სახლში მისვლის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მისივე ცოლმა, ნინი სუხიტაშვილმა ფეისბუქლაივით გაავრცელა, რომელიც დედასთან და 3 თვის ჩვილთან ერთად იყო.
ნინი სუხიტაშვილის თქმით, პოლიციამ მას განუმარტა, რომ ჯარიმის ქვითრის ჩასაბარებლად მივიდნენ, მიუხედავად ამისა, მან კარი არ გააღო.
“დააკაკუნეს კარზე, დედაჩემი გავიდა, ისე დაიბნა, რომ აპირებდა გაღებას… როდესაც მივედი, ვკითხე რა საკითხთან დაკავშირებით იყვნენ მოსულები, მითხრეს რომ ჯარიმა უნდა ჩაგაბაროთო. ვკითხე ვისი ჯარიმა, ნოდარ ჩაჩანიძესიო.
მითხრეს, თქვენ რადგან მეუღლე ხართ, ოქმში მაინც გავაფორმებთ ჯარიმას ჩაბარებულად და მივდივართო, თუმცა მაინც არ წავიდნენ და 15 წუთში ისევ დამიკაკუნეს. მითხრა. რომ ადვოკატთან დამერეკა და ისე ჩამებარებინა. ვუთხარი ჩხრეკისთვის ხომ არ ხართ მოსულები თქო და მითხრეს არაო…”, – ჰყვენა ნინი სუხიტაშვილი.
7 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა, რითაც შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმეები სასამართლოში აღარ მიდის და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.
დემონსტრაციების 78-ე დღე და 50-ზე მეტი დაკავებული
საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოს ქალაქებში უკვე 78-ე დღეა, ყოველდღე ტარდება.
პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის სკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.
ამ 76 დღის განმავლობაში მილიარდერ ს „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა
· დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, – მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით; ისინი კვლავ პატიმრობაში არიან.
· აქციები არაერთხელ ძალის გამოყენებით დაარბიეს და დაშალეს;
· აქციებზე დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე;
· დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს;
· პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააპატიმრეს მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე 31-ე დღეა, შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ;
· 2024 წლის დეკემბერში აკრძალეს აქციებზე სახის დაფარვა, – როდესაც პოლიციელების მიერ ძალადობა გამოუძიებელია სწორედ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობის არარსებობის გამო;
· აკრძალეს ფეიერვერკის გამოყენება და ლაზერის მინათება;
· აკრძალეს აქციის გამართვა ათეულობით საავტომობილო გზაზე, გზების „სტრატეგიული ობიექტების“ ნუსხაში დამატებით.
· მიხეილ ყაველაშვილმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი კანონთა პაკეტს, რომელიც იმავე დღეს მიიღო “ქართული ოცნების” სადავო პარლამენტმა და შეკრება-მანიფესტაციების წესები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.
„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.