პარტია „ახალის” ახალციხის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს

პარტია „ახალის” ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, დავით ახალკაცი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” პარტია “ახალის” პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებას წინ უძღოდა ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძესა და დავით ახალკაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც პოლიციამ ახალკაცი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებაზე მოხდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ახალკაცი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა