პარტია „-ხალხისთვის“ – მოვითხოვთ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც საბანკო ხელშეკრულებებს შეისწავლის

პარტია „-ხალხისთვის“ მდივანი, მარიამ კუკავა კეკელიძის 1-ელ ნომერში გამოსახლებას ეხმაურება და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
„გუშინ, კეკელიძის 1 ნომერში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკანონოდ და უსამართლოდ გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი. მხოლოდ ეს არ იკმარა და პოლიციასთან თანამშრომლობით დააკავეს ჩვენი პარტიის წევრი ბესიკ ჩაკვეტაძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ გამოსახლების პროცესს. დღეს ასეთი ოჯახები ათასობით არის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ მოითხოვს შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ამ კაბალურ საბანკო ხელშეკრულებებს და მოითხოვს ხელისუფლებისგან დაიცვას თითოეული ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. გუშინდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება. ჩვენს მოქალაქეებს აქვს კონსტიტუციური უფლება და აგრეთვე მორალური უფლება, რომ იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ამიტომ დღევანდელი დღე და გუშინდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება”, – აცხადებს მარიამ კუკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული