პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „ – ხალხისთვის“ მონაწილეობას არ მიიღებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ უერთდება “ბოიკოტს“. ამის შესახებ განცხადება ანა დოლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მან არჩევნებში მონაწილეობას “მსხვერპლშეწირვა” უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა “გაუმართლებელია”.
ანა დოლიძის სიტყვებით, არ მისცემენ საშუალებას “ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უძახის, შექმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მან ნორმალურად ჩაატარა “.
ამასთან, ანა დოლიძის სიტყვებით “არ უნდა ასცდნენ” “იმ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ევროპაში გაწევრიანება, ამისთვის პოლიტპატიმრების თავისუფლება და სამართლიანი, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ეს უნდა იყოს მიზანი, რაზეც ჩვენ ვკონცენტრირდებით“, – თქვა დოლიძემ.
რაც შეეხება არჩევნების ბოიკოტს, მის სიტყვებით “რესურსების დახარჯვაა”, რომ სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია”.
„ჩვენს ძალებს მოვახმართ იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული ადამიანის მიმართ”,- თქვა დოლიძემ.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციური პარტიებიდან დადასტურებული აქვთ პარტიებს „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“. არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მათ ხელი 14 ივლისს მოაწერეს. 8 ოპოზიციურ პარტიას ოფიციალურად აქვს დადასტურებული, რომ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებას აპირებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ