პარტიაში ადასტურებენ, რომ გიორგი გახარია დღეს ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

პარტიაში „გახარია – საქართველოსთვის“ ადასტურებენ, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს პრეზიდენტს შეხვდა.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, გახარია პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში