სახელმწიფო პარლამენტის წევრმა პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და ბად ფრაიენვალდეს ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარემ, ლარს გიუნტერმა ქალაქ ბად ფრაიენვალდეში არჩევნების გაყალბებასთან არსებული ეჭვის გამო ბრანდენბურგის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
საქმე ეხება ბად ფრაიენვალდეში 2025 წლის 19 ოქტომბერს ჩატარებულ მერის არჩევნების მეორე ტურს. პარტიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აცხადებენ, რომ არსებობს ეჭვი სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით.
პარტიაში განმარტავენ, რომ თორმეტი საარჩევნო ოლქის შედეგების დათვლის შემდეგ, AfD-ის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი ფრანკ ფეტელი 54.7 პროცენტით ლიდერობდა, მიუხედავად ამისა, შედეგი შეიცვალა „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) კანდიდატის ულრიკე ჰაიდემანის სასარგებლოდ ფოსტის საშუალებით მიცემული ხმების გამო. CDU -ის კანდიდატმა,საბოლოოდ, ხმების 51.6 პროცენტით გაიმარჯვა – მხოლოდ 160 ხმის სხვაობით.
„საფოსტო ხმები გადამწყვეტი იყო – და სწორედ აქ მოხდა მასიური დარღვევები“, – აღნიშნულია AfD-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პარტიაში განმარტავენ, ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, 400-ზე მეტი ბიულეტენი ორჯერ გაიგზავნა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოქალაქეებმა ბიულეტენები მათი მოთხოვნის გარეშე მიიღეს. მერის მოადგილემ „ტექნიკურ შეცდომაზე“ ისაუბრა ისე, რომ დამაჯერებელი ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია.
არჩევნების პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის 400-ზე მეტი დაუსწრებელი ბიულეტენი ორჯერ გაიგზავნა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოქალაქეებმა მიიღეს ბიულეტენები, რომლებიც მათ არც კი მოუთხოვიათ. მერის მოადგილემ „ტექნიკურ შეცდომაზე“ ისაუბრა დამაჯერებელი ახსნა-განმარტების გარეშე.
„როდესაც ასობით საფოსტო ხმის მიცემის დოკუმენტი ორჯერ იგზავნება, ეს შეცდომა კი არა, პოლიტიკური სკანდალი და დემოკრატიისადმი ნდობაზე თავდასხმაა“, – განაცხადა პარტიის -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ბრანდენბურგის მხარის თავმჯდომარემ, რენე შპრინგერმა.
მისი თქმით, საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ, ორჯერ დაითვალეს ხმები, თუ ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ.
„უკვე ცნობილი და სერიოზული დარღვევების გამო, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბად ფრაიენვალდეში მერის არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სამართლიანი და კანონიერი საარჩევნო პროცესის მიმართ მოქალაქეების ნდობის აღდგენა“, – აღნიშნა რენე შპრინგერმა.

				
								
								

