პარლამენტში 7 თებერვალს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ – ხვალვე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატშიც

პარლამენტში მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი 7 თებერვალს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გაგრძელდება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს ელოდებიან.
უფრო კონკრეტულად, ილია დარჩიაშვილს დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ.
განხილვის გრაფიკით ასევე გაწერილია, რომ 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი – ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.
საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა კომიტეტებში, დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით, 5 თებერვლს დაიწყო, 8 თებერვალს კი პროცესი გაწერილი გრაფიკის თანახმად, უკვე პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?