პარლამენტში 6 თებერვალს პრეზიდენტი მივა, მომავალ კვირას იგეგმება განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაც – თებერვლის მეორე ნახევარში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის ანგარიშის მოსმენა

მომავალ კვირას – 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.
სავარაუდოდ, მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხიც, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.
ამასთან, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. წინასწარი ინფორმაციით, ს მოსმენა 7 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშს თებერვლის მეორე სასესიო კვირაში წარადგენს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის სხდომების დღის წესრიგზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა