პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თაობაზე დისკუსია გაიმართება

28 თებერვალს, პარლამენტში, დისკუსია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების თაობაზე გაიმართება.
აღნიშნულ თემაზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
საპარლამენტო კომისიის სხდომის დღის წესრიგში ასახულია შემდეგი საკითხი: – 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებები და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ანალიზი.
საპარლამენტო კომისიის სხდომა, 28 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ამ ისტორიულ მომენტს მიესალმება – ტრამპს, ალიევსა და ფაშინიანს რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას ვულოცავ

ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა ვერ შეუშლის ხელს, რომ გაათავისუფლოს საქართველო