პარლამენტში ხვალ ვახტანგ გომელაურსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

19 აპრილს პარლამენტში ორი მინისტრის – შს მინისტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება.
ვახტანგ გომელაურისა და ლევან დავითაშვილის ინტერპელაცია პლენარული სხდომის დღის წესრიგში უკვე ასახულია.
გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა. 19 აპრილს დანიშნულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვა. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისი მოწვევა კომპანია “ორბი ბახმაროს“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია: გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც გვექნება დისკუსია და ლგბტ თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ასევე ჩვენი პოზიციები გვაქვს

დიმიტრი სამხარაძე ევროკომისიის წერილზე – ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება – გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, წინაპრები დაივიწყეთ, LGBT საზოგადოების დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო