პარლამენტში ჩემი უფლებამოსილების ცნობის დღიდან დავიწყებ ყველა სოფლისა და ქალაქის ყველა უბანში პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შეხვდა. კოდუამ მოქალაქეებთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველა სოფელსა და ქალქის ყველა სოფელში პრიორიტეტის დოკუმენტების შეიქმნება, სადაც პროექტებს თავად მოქლაქეები აირჩევენ:
„დღის ბოლოს, შეხვედრები სოფელ ჩხოუშში გავმართეთ. ადგილობრივები სოფლისთვის სახელის შეცვლას და მისთვის ახალი ოდიშის დარქმევას ითხოვენ. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ასეც ვგეგმავთ. სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაცია მივიღე. პარლამენტში ჩემი უფლებამოსილების ცნობის დღიდან დავიწყებთ ყველა სოფელსა და ქალაქის ყველა უბანში პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნას. ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პროექტების ნუსხა, რომელსაც თავადვე აირჩევენ და მოსახლეობას ეცოდინება, რა პერიოდში განხორციელდება მათ მიერ მოთხოვნილი სამუშაოები. ჩვენ მოქალაქეებთან არ მივდივართ დაპირებებით, მივდივართ საქმით, რომლის კეთებასაც მათთან ერთად ვაპირებ.“- აცხადებს კოდუა.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ