პარლამენტში უცხოური გავლენის კანონის განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება

დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც უცხოური გავლენის კანონს განიხილავდნენ. კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 17 აპრილს, 12:00 საათზე დაუბრუნდება.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).
ამ წუთებში პარლამენტის შენობის გარშემო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ კანონის გაწვევას.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
· კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
· მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
· მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები. ასევე ნახეთ: შარლ მიშელი: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოური გავლენის კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას