პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.
დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. ასევე, 2023 წლის აქციებზე და აღნიშნულია, რომ „გასულ წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა – კიდევ უფრო გართულებული“.
ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?