პარლამენტში პრემიერ-მინისტრის სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო

საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს.
„ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე – ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – აღნიშნა მ.
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა