პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში საგამოძიებო კომისიაზე ბიზნესმენს, რამაზ ახვლედიანს უსმენენ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი. ამასთან, სხდომის ბოლოს დაგეგმილია მსჯავრდებულის ჩართვა პენიტენციური დაწესებულებიდან.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განსახილველი საკითხებია: “საკუთრების უფლების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის თემები”.
როგორც ცნობილია, დღევანდელ კომისიაზე დაბარებული პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანია საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები და გააუქმოს ან შეცვალოს რიგ კანონებში, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები

პაპუაშვილი 17 წელი იღებდა გერმანიისგან ხელფასს – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებიც თავად მუშაობდნენ უცხოეთიდან დაფინანსებულ ან პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებში