პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართება. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდება.
ფიცს დებს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.
ინაუგურაციას ესწრებიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და ს უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.